დიმიტრი ხუნდაძე სოფელ კირბალთან საქართველს მოქალაქის მოკვლასთან დაკავშირებით: ამასთან შეგუება არ შეიძლება, ეს არ უნდა ეპატიოს ოკუპანტს

“ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ხუნდაძის თქმით, ოკუპანტს საქართველოს მოქალაქის მკვლელობა არ უნდა ეპატიოს.

„კატეგორიულად ვგმობ სოფელ კირბალთან მომხდარ საგანგაშო ინციდენტს – ოკუპანტების მიერ გასროლილმა ტყვიამ კიდევ ერთი ქართველი შეიწირა. ჯერ არავინ ვიცით, რა მოხდა და რა ფაქტთან გვაქვს საქმე, თუმცა, გარდაცვლილია საქართველოს მოქალაქე და მკვლელი აუცილებლად უნდა დაისაჯოს! ამასთან შეგუება არ შეიძლება, ეს არ უნდა ეპატიოს ოკუპანტს. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს!” – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

Back to top button