ნიკოლოზ სამხარაძე ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე: ეს არის წინგადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი, რომელშიც დიდი წვლილი შეიტანა უამრავმა საჯარო მოხელემ, პარლამენტის წევრებმა, მთავრობამ და ქართველმა ხალხმა

ეს არის წინგადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი, რომელშიც დიდი წვლილი შეიტანა უამრავმა საჯარო მოხელემ, პარლამენტის წევრებმა, მთავრობამ და ქართველმა ხალხმა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე X-ზე წერს.

„შესანიშნავი სიახლე საქართველოსთვის! ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ეს არის წინგადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი, რომელშიც დიდი წვლილი შეიტანა უამრავმა საჯარო მოხელემ, პარლამენტის წევრებმა, მთავრობამ და ქართველმა ხალხმა. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა 2030 წლისთვის ევროკავშირში გავწევრიანდეთ“, – წერს სამხარაძე.

Back to top button