ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემმა მთავრობამ შესძლო უწყვეტი, უპრეცედენტო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში

ჩემმა მთავრობამ შესძლო უწყვეტი, უპრეცედენტო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. საქართველოს ნებისმიერი წინა ხელისუფლების პირობებში ხდებოდა ომები, კონფლიქტები, სამოქალაქო ომი, ტერიტორიების დაკარგვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „პარიზის მშვიდობის ფორუმის” ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „თანამშრომლობის ასპექტები დაპირისპირებულ სამყაროში: მშვიდობის უზრუნველყოფა და უსაფრთხო სამყაროს შენება კავკასიის მაგალითზე” – გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ერთადერთი პერიოდია, როდესაც არცერთი ომი არ უწარმოებია საქართველოს.

„ჩემმა მთავრობამ შესძლო უწყვეტი, უპრეცედენტო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. საქართველოს ნებისმიერი წინა ხელისუფლების პირობებში ხდებოდა ომები, კონფლიქტები, სამოქალაქო ომი, ტერიტორიების დაკარგვა.

ეს ერთადერთი პერიოდია, როდესაც არცერთი ომი არ უწარმოებია საქართველოს. არც ტერიტორიები დაგვიკარგავს. პირიქით, ვიზრდებით, ვმდირდებით და ვაძლიერებთ ჩვენს ქვეყანას. ეს ისეთი რამ არის, რასაც კეთილდღეობა მოაქვს ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი ხალხისთვის.

რა თქმა უნდა, ოკუპაციასთან დაკავშირებული გამოწვევა კვლავ არსებობს. არ გამქრალა, მაგრამ სტრატეგიული თმენის პოლიტიკა ავირჩიეთ. რატომ ვამბობ ახლა ამას? არის რაღაცეები, რასაც მყისიერად ვერ მოვაგვარებთ. ხომ ასეა? ამიტომ, საჭიროა მოთმინება, გრძელვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელსაც უნდა მივყვეთ. თანმიმდევრულნი უნდა ვიყოთ ამ გეგმის შესრულებაში”, – განაცხადა პრემიერმა.

Back to top button