„ეს არის დიპლომატიის არ ცოდნა“ – გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა პუტინის და სი ძინ პინის გასამართლებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პასუხს გამოეხმაურა.

„ეს არ არის უმეცრება, დიპლომატიის არ ცოდნა! ეს შეგნებული, შეკვეთილი ქმედებაა! მავნებლობა, ქვეყნის ინტერესების ღალატი! გაცნობიერებული აქტი ჩადენილი წინასწარი განზრახვით! კითხვაც და პასუხიც ჩინეთის და საქართველოს არა კეთილმოსურნეების მიერ იყო გაწერილი! მეღდ!“, – აცხადებს ხაინდრავა.

Back to top button