შალვა პაპუაშვილი: ევროკომისიის განცხადებამ გაამართლა საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების მოლოდინები და სათანადოდ ასახა ჩვენი ათწლიანი ურყევი ერთგულება ევროპული გზისა და დასავლური ორიენტაციისადმი

ევროკომისიის რეკომენდაცია, მიენიჭებინა საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ისტორიული გადაწყვეტილებაა. შარშან, ქვეყნისათვის ევროპული პერსპექტივის მიცემის შემდეგ, ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს სრულებით ახალი დონის პროგრესს. მას თან ახლავს უფრო მეტი პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვისაც.

ევროკომისიის განცხადებამ გაამართლა საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების მოლოდინები და სათანადოდ ასახა ჩვენი ათწლიანი ურყევი ერთგულება ევროპული გზისა და დასავლური ორიენტაციისადმი. იმედია, ეს გადაწყვეტილება გახდება დეკემბერში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინამორბედი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ქართული საზოგადოება და ხელისუფლება მიესალმნენ ევროკომისიის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებას და დააფასეს იგი. სამწუხაროდ, დღე, რომელიც უნდა ყოფილიყო ეროვნული ერთიანობის მომენტი, ოპოზიციის მიერ ამ მიღწევაში ხელისუფლების როლის დისკრედიტაციის გამუდმებულმა მცდელობებმა წაახდინა. ეს მცდელობები ეყრდნობა მითებს, რომელთა მიზანი საქართველოს მთავრობის დისკრედიტაციაა და, მათი უსაფუძვლობისა და ცილისმწამებლური ხასიათის მიუხედავად, პასუხს საჭიროებს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

Back to top button