„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე „ნაცმოძრაობის“ 11-პუნქტიან მანიფესტს სოციალურ ქსელში ეხმაურება, სადაც ერთ-ერთი პუნქტი დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას ეხება.
როგორც თამარ ჩიბურდანიძე წერს, დემოგრაფიული მდგომარეობა საქართველოში სწორედ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს გაუარესდა.
„არ ვიცი, რა შეიძლება ვუწოდო მიხეილ სააკაშვილს იმაზე მეტი, ვიდრე მას უწოდა ქართველმა ხალხმა – მკვლელი, ფაშისტი, ავანტიურისტი, მოღალატე, სამშობლოს გამყიდველი…
ამ ადამიანს არაფრის რცხვენია, ანდა კაცს, რომელიც ახალგაზრდებს ხოცავდა, ტყუილების შერცხვება? მის მიერ გამოცემულ 12-პუნქტიან მანიფესტში ერთ-ერთი დემოგრაფიული საკითხია.
მე გეტყვით სიმართლეს სააკაშვილზე:
იმ ავბედითი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მასთან შეხვედრა ითხოვა ცნობილმა ქართველმა დემოგრაფმა, მსოფლიო დონის მეცნიერმა ლეო ჩიქავამ, რომელიც ევროპულ სახელმწიფოებს ეხმარებოდა დემოგრაფიული პროგრამის მომზადებაში. სთხოვდა, საქართველოს დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება და თუ თქვენ არ დაიწყეთ ეს დღესვე, ამ კატასტროფას ვერ ავცდებითო. სააკაშვილმა ჯერ პასუხის ღირსი არ გახადა, შემდეგ კი დასცინა – თქვენ საბჭოთა ნომენკლატურა ხართ, ჩემთვის არ ფასობთო. ამის შემდეგ სხვა დემოგრაფებმაც რამდენჯერმე სთხოვეს, ვიღუპებით, უმძიმესი მდგომარეობააო, ამაზეც სააკაშვილის პასუხი იყო შემდეგი ქმედებები:
გააუქმა მრავალშვილიანი დედის და მარტოხელა მშობლის სტატუსი და მოუხსნა ის მცირედი დახმარებაც;
ოჯახებს შობადობის გაზრდის ხელშეწყობის ნაცვლად უფასოდ ურიგებდა კონტრაცეპტივებს, რომ არ გავმრავლებულიყავით;
სააკაშvილმა ხანდაზმულები „ჩარეცხა“ და მათი გონებრივი პოტენციალი ქვეყანას არ მოახმარა. აღარაფერს ვსაუბრობ მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე;
მის დროს ჯანდაცვა ხელმიუწვდომელი იყო საშუალო დონის ოჯახებისთვის; სანამ ფულს არ გადაიხდიდი, საოპერაციოდ არავის შეჰყავდი; მის დროს ც-ჰეპატიტით და სხვა დაავადებებით ათასობით ადამიანი იღუპებოდა;
ისტორიულ მაქსიმუმამდე აიყვანა ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარება; ლიბერალური ფაშიზმით გარყვნა ახალგაზრდობა;
ისტორიულ მაქსიმუმამდე აიყვანა დანაშაულების სტატისტიკა;
მოახდინა სკოლების ოპტიმიზაცია და კიდევ უფრო შეუწყო ხელი სოფლების დაცლას მაღალმთიან რეგიონებში, მოსახლეობის დეპოპულაციას;
მისი პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოდან გავიდა მიგრაციის ყველაზე დიდი ტალღა, საქართველო დაიცალა;
მან ჩახოცა ახალგაზრდები ქუჩაში, ციხეში ჩასვა 350 000 პატიმარი, საიდანაც უდიდესი ნაწილი რეპროდუქციული ასაკის იყო;
მისმა უგუნურმა და მოღალატეობრივმა პოლიტიკამ მოიტანა აგვისტოს ომი, რომელმაც გაანადგურა ისედაც განადგურებული გენოფონდი;
სააკაშვილის პერიოდში ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა შობადობა და ისტორიულ მაქსიმუმამდე ავიდა გარდაცვალებათა რაოდენობა.
აი, ეს არის მიხეილ სააკაშვილის ანტიდემოგრაფიული პოლიტიკა, რომელსაც მისი პრეზიდენტობის დროს ატარებდა. გაეროს თხოვნის მიუხედავად, მან საქართველო დემოგრაფიული კატასტროფისთვის გაწირა და დღეს გვპირდება დემოგრაფიული პოლიტიკის გატარებას?
11 წელია დემოგრაფიულ პოლიტიკას ახორციელებს „ქართული ოცნება“, ცდილობს გადაარჩინოს სააკაშვილისგან განწირული გენოფონდი და დღეს ეს უსირცხვილო ამაზე საუბარს ბედავს?
რა ბედნიერებაა რომ მიშა და ნაცები მხოლოდ წარსულია და არა აწმყო, მომავალი ხომ ვეღარასდროს გახდებიან?“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.