„დირიჟორი“ – ახალი სპექტაკლი თეატრ სახელოსნო 42-ში- სეზონის პარტნიორია SOLO

SOLO კულტურის სფეროს მხარდაჭერას და ხელოვნების პოპულარიზაციისკენ მიმართული ინიციატივების ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით ის „თეატრი სახელოსნო 42-ის“ სეზონის გენერალური პარტნიორია.

„თეატრი სახელოსნო 42“ მაყურებლის წინაშე ახალი სპექტაკლით – „დირიჟორით“ წარდგება. პრემიერა 05, 06, 13, 15, 16 და19 დეკემბერს გაიმართება.

მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, სცენაზე იხილოს რონალდ ჰარვუდის პიესა, რომელიც ინგლისურიდანგურამ ღონღაძემთარგმნა. სპექტაკლის რეჟისორი და სცენოგრაფილევან წულაძეა, კოსტიუმების მხატვარი ნინო სურგულაძეა, სპექტაკლის ქორეოგრაფი თინათინ წულაძეა, მუსიკალური გამფორმებელი ზურაბ გაგლოშვილია, ვიდეო ინსტალაციები შექმნილია დათა დვალიშვილის მიერ,ტექნიკური რეჟისორიკი თამარ ფრუიძეა.

ექსკლუზიურად SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, სეზონის განმავლობაში SOLO Visa ბარათით ბილეთების შეძენისას „თეატრი სახელოსნო 42-ის“ ნებისმიერ სპექტაკლზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

სპექტაკლზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდებზე biletebi.geდა tkt.ge

Back to top button