„ამას როგორ აპირებთ მადამ პრეზიდენტო?“ – გოგა ხაინდრავა პრეზიდენტის განცხადებაზე „დავეწიოთ ჩვენს ორ პარტნიორს „ასოცირებული ტრიოდან“ – უკრაინას და მოლდოვას!

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შემდეგი წელი იქნება კიდევ უფრო გადამწყვეტი, რომ დავეწიოთ ორ პარტნიორს „ასოცირებული ტრიოდან“ – უკრაინას და მოლდოვას.

„დავეწიოთ ჩვენს ორ პარტნიორს „ასოცირებული ტრიოდან“ – უკრაინას და მოლდოვას! – სალომე ზურაბიშვილი. ამას როგორ აპირებთ მადამ პრეზიდენტო? მანქანით, სირბილით თუ ასკიკნკილით, როგორც ეს სახალხო დამცველის მ.შ. – მა გვირჩია? ხოდა, თუ დავეწევით, მერე რა გვეშველება?“ – წერს ხაინდრავა ტვიტერზე.

Back to top button