„ფოტოზე ხედავთ დაახლოებით ხუთასკაციან მსვლელობას რიყეზე რომელსაც მართავს ძალა, რომელიც საკუთარი მონაწილეობის გარეშე ცდილობს ჩაერთოს უკვე მიღწეული წარმატების საქმეში და დაიბრალოს იგი“- წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ევროპის მოედანზე გამართულ მარშთან დაკავშირებით და სოციალურ ქსელში აზიარებს მარშის ამსახველ ფოტოს.
როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, “ქართული ოცნება” თავისი საქმით არის ყველაზე ევროპული პოლიტიკური ძალა. ამ პოლიტიკური ძალის სიტყვა საქმეა და საქმეს მოაქვს შედეგი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ქმნის მყარ მოლოდინს, ქართული სახელმწიფო გაწევრიანდეს ევროპულ ოჯახში.
მისივე თქმით, ყველა სხვა ძალის მცდელობა აღნიშნული დაუკავშიროს საკუთარ თავს უბრალოდ საკუთარი თავის აგდებაა და სხვა არაფერი.
„ევროპა დიდი ხანია აღარ არის უბრალოდ გეოგრაფია, ევროპა იდეაა.
თავისუფლების, თანასწორობის, მშვიდობის იდეა.
ჩვენი ყოფა, ისტორიული წარსული დიდწილად ჩვენი ევროპელობის დასტურია.
1999 წლის 27 იანვარს, როდესაც სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებას, დარბაზში შეკრებილებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ზურაბ ჟვანიამ მიმართა – „ვარ ძალიან ბედნიერი და ამაყი, რომ ჩემს თაობას, ჩვენს თაობას აქვს პრივილეგია – თქვას ამ დარბაზში ძალიან მარტივი სიტყვები: მე ვარ ქართველი და მაშასადამე – ვარ ევროპელი“.
ქართველი პოლიტიკოსის ეს სიტყვები საქართველოს მიერ ევროპული ოჯახის კარის გაღების მთავარ სიმბოლოდ იქცა.
ევროსაბჭოში გაწევრიანება ნიშნავდა იმის აღიარებას, რომ პოლიტიკურად საქართველო არის ევროპა, ევროსაბჭოს წევრობა აუცილებელი პირობაა, ერთგვარი აუცილებელი საშვია ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
2012 წლიდან დღემდე “ქართული ოცნების” მიერ გაწეული შრომის შედეგია, რომ ამა წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ანუ უახლესი ისტორიის გაანალიზებით “ქართული ოცნება” თავისი საქმით არის ყველაზე ევროპული პოლიტიკური ძალა რომელმაც ეს მოახერხა.
ამ პოლიტიკური ძალის სიტყვა საქმეა და საქმეს მოაქვს შედეგი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ქმნის მყარ მოლოდინს ქართული სახელმწიფო გაწევრიანდეს ევროპულ ოჯახში.
ყველა სხვა ძალის მცდელობა აღნიშნული დაუკავშიროს საკუთარ თავს უბრალოდ საკუთარი თავის აგდებაა და სხვა არაფერი.
მინაწერი: ფოტოზე ხედავთ დაახლოებით ხუთასკაციან მსვლელობას რიყეზე რომელსაც მართავს ძალა, რომელიც საკუთარი მონაწილეობის გარეშე ცდილობს ჩაერთოს უკვე მიღწეული წარმატების საქმეში და დაიბრალოს იგი“-წერს თამთა მეგრელიშვილი.