შუახევის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

შუახევის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი – ომარ ტაკიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

“ამჯერად, დაბა შუახევში, ჭავჭავაძის, თამარ მეფის, ხიმშიაშვილისა და რუსთაველის ქუჩის მცხოვრებლებს შევხვდი.

ძალიან გულთბილი, საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა შედგა.
მოსახლეობამ სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა, რისთვისაც მადლობას ვუხდი.

ვისაუბრეთ, მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებზე, მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზე.

რა თქმა უნდა, რჩება რიგი მოსაგვარებელი საკითხები, რომელთა შესრულებასაც მაქსიმალურად მოკლე დროში ჩემს გუნდთან ერთად შევუდგები, რომ ჩემს თანამოქალაქეებს ცხოვრებისათვის უკეთესი პირობები შევუქმნა”, – აცხადებს ომარ ტაკიძე.

Back to top button