ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ჩვენ მშვიდად ჩავატარებთ არჩევნებს და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილმა ერთხელ უკვე დაანგრია ქვეყანა და მეორედ ამის საშუალება აღარ მიეცემა.
„სააკაშვილმა ერთხელ უკვე დაანგრია ქვეყანა. ჩვენ მეორედ არ ავარევინებთ და დავანგრევინებთ ქვეყანას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.