“ქართული ოცნების” ცაგერის მერობის კანდიდატი, გიორგი ნემსაძე შეხვდა სოფელ ქვედა ცაგერის ,,ახალი დასახლების” მცხოვრებლებს და ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნოდარ საღინაძე წარუდგინა.
შეხვედრაზე იმსჯელეს ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რაც ამ უბანში, ძირითადად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ეხება.
ასევე, ისაუბრეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ახლო მომავალში განსახორციელებელ მნიშვნელოვან პროექტებზე.