„ჩვენ რეალური ნაბიჯი გადავდგით ამ მრავალპოლარულ და მრავალვექტორულ განვითარების გზაზე, როდესაც ჩინეთთან ძალიან მნიშვნელოვან, სტრატეგიულ თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, 2023 წელს საქართველომ შეინარჩუნა მშვიდობა, სტაბილურობა და სერიოზული ხიდი გააბა მომავალთან იმისთვის, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკულ ჭრილში განახორციელოს.
„ჩვენ შევინარჩუნეთ პოსტპანდემიური კრიზისის და რეგიონალური ომის ფონზე, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი. ჩვენ რეალური ნაბიჯი გადავდგით ამ მრავალპოლარულ და მრავალვექტორულ განვითარების გზაზე, როდესაც ჩინეთთან ძალიან მნიშვნელოვან, სტრატეგიულ თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი, რომელზეც გამოხმაურება აუცილებლად იქნება ყველასთვის თვალსაჩინო 2024 წელს.
ჩვენ სამეზობლოს ვერ შევცვლით და ვერც ჩვენ გავფრინდებით სხვა ორბიტაზე სამხრეთ კავკასიიდან. უბრალოდ, საჭიროა, რომ ის პოზიტიური გზავნილი საქართველოს მიმართ (ნუ, გასაგებია რუსეთიდან), მკაფიოდ იქნას გაჟღერებული.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩინეთმა გვითხრა – მაცადეთ ცოტა ხანი და შუამავლის როლს შევასრულებ თქვენს და რუსეთს შორისო. ამიტომ, 2023 წელს საქართველომ შეინარჩუნა მშვიდობა, სტაბილურობა და სერიოზული ხიდი გააბა მომავალთან იმისთვის, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკულ ჭრილში განახორციელოს. ამ ყველაფერმა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე იქონიოს თავისი ზეგავლენა იმიტომ, რომ კეთდება, შენდება. ხდება რკინიგზის მოდერნიზაცია.
როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა თქვა, 2024-წელს აუცილებლად დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა – აუცილებლად. ნოემბერში, აზერბაიჯანში დაიწყო ევროპისკენ გამავალი ელექტროსადენის მშენებლობის პროექტის განხორციელება. ავტობანზე არ მაქვს საუბარი. ყველაფერი კეთდება. ჩვენ გავხდებით ძალიან მნიშვნელოვანი გზაჯვარედინი. უბრალოდ შეცდომები არ უნდა დავუშვათ“, – განაცხადა ქართველიშვილმა.