ნუგზარ გრძელიშვილი: ცესკოს მიერ მოყვანილი ფაქტები ცხადყოფს, რომ რადიკალური ოპოზიცია საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს

„ცესკოს დღევანდელ განცხადებაში მოყვანილია ნაცმოძრაობის მიერ სხვადასხვა დონის კომისიების წევრების დაშინების და შანტაჟის კონკრეტული ფაქტები, რითაც რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, საარჩევნო პროცესის დაზიანებას და დისკრედიტაციას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რადიკალური ოპოზიციის გეგმებში არ შედის არჩევნების წყნარ, კონკურენტულ და სამართლიან გარემოში გამართვა.“ – აცხადებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ნუგზარ გრძელიშვილი.

მისი თქმით, ამ ფეიქ- რეალობაში, სააკაშვილი ბათუმის ახალ ბულვარში დასეირნობს, მურმან დუმბაძე მიშასთან ვახშმობს, ქალბატონი ეკა ხერხეულიძე კი მასთან პაემანზეა მიწვეული.
„ასეთ გარემოში ხომ მათი გამარჯვების შანსი ნულს ქვემოთაა. ამიტომაც ცდილობენ, ნაცზონდერებისა და საკუთარი ტელევიზიების გამოყენებით, შექმნან ფეიქ-რეალობა, რომელშიც, მათი შეფასებით, რაიმე შანსი მაინც ეძლევათ. ამ ფეიქ- რეალობაში, სააკაშვილი ბათუმის ახალ ბულვარში დასეირნობს, მურმან დუმბაძე მიშასთან ვახშმობს, ქალბატონი ეკა ხერხეულიძე კი მასთან პაემანზეა მიწვეული. საბედნიეროდ, რეალური ვითარება სულ სხვაა და მოსალოდნელია, რომ ტრუსკავეცკში მონებივრე ყოფილი პრეზიდენტის პარტია, თბილისის მერობის კანდიდატის გარეშე დარჩება… თუ, რა თქმა უნდა, ნაცების ულტრამიშისტურმა ფრთამ, მელიას გადაწყვეტილება არ შეაცვლევინა“- აცხადებს გრძელიშვილი.

 

Back to top button