გია აბაშიძე: კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს და პროფესიონალ ცესკოს ამ არჩევნების კარგად ჩატარებას

ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საქართველოს მოსახლეობას არჩევნების კარგად ჩატარებას ულოცავს:

‘’საღად მოაზროვნეთათვის საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებებს დიდი მნიშვნელობა აქვს.

ხარვეზების გარეშე არჩევნები არც ესტონეთშია, არც აშშ-ში და არც ბრიტანეთში. მთავარია, რომ წლიდან წლამდე იხვეწება პროცესი, როგორც სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში.

კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს და პროფესიონალ ცესკოს ამ არჩევნების კარგად ჩატარებას!

ამასთან, შევაქებ ღირსეულ ოპონენტებს, რომლებმაც სახე არ დაკარგეს და რეალობას ადეკვატურად უყურებენ” – წერს გია აბაშიძე.

Back to top button