Ryan Strategic Advisory – საქართველო მიმზიდველი ადგილმდებარეობაა ბიზნეს სერვისების აუთსორსინგის მიმართულებით

,,აწარმოე საქართველოში” ერთ-ერთ მიმართულებასთან – “Invest in Georgia” თანამშრომლობით, გავლენიანმა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ, ”Ryan Strategic Advisory” ევროპის ბიზნეს სერვისების პოტენციალის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს პოტენციალს გაესვა ხაზი.

ანგარიში მიმოიხილავს ბიზნეს სერვისების ‘”Outsourcing”-ის უახლეს ტენდენციებს და იმ როლს, რომელიც საქართველოს შეუძლია შეასრულოს პანდემიის შედეგად შექმნილ ახალ რეალობაში. კვალიფიციური სამუშაო ძალა, გეოგრაფიული და კულტურული სიახლოვე, განვითარებული სექტორი – მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ფაქტორებისა, რომლებიც საქართველოს მიმზიდველ ადგილმდებარეობად აქცევს.

სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, უკვე რამდენიმე ისეთმა გლობალურმა კომპანიამ დაიწყო ოპერირება საქართველოში, როგორებიცაა Concentrix; Majorel და EPAM.

ანგარიში ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:

https://page.investingeorgia.org/nearshore_opportunity

Back to top button