მინისტრს არსად უთქვამს, რომ საქართველო თანახმაა რუსეთის მონაწილეობაზე. პირიქით, პირობად დეოკუოაცია დაასახელა, რა არის გაუგებარი? – ასე გამოეხმაურა ექსპერტი ამირან სალუქვაძე საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩის იან კელის “ტვიტს”, სადაც ის 3+3 ფორმატზე დავით ზალკალიანის განცხადებას აფასებს.
“კარგი იქნება, თუ ბატონი იან კელი თარჯიმანს და ინფორმაციის მიმწოდებელს გამიიცვლის.
არ ვიცი რომელ გადაცემას ეყრდნობა. დავით ზალკალიანი თურქეთში 7 თვის წინ იყო და “3+3” ფორმატში რუსეთის მინაწილეობასთან დაკავშირებით აბსოლუტურად მკაფიო განცხადება გააკეთა.
ამონარიდი civil.ge-ს მ.წ. 3 მარტის სტატიიდან:
“საქართველო მადლიერია თურქეთის ინიციატივის, რომელიც რეგიონში „გრძელვადიან“ მშვიდობას უზრუნველყოფს, მას „მკაფიო“ პოზიცია გააჩნია მოცემულ ფორმატში რუსეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით.
„ჩვენთვის ფორმატებში გაერთიანება გულისხმობს, რომ მასში გაერთიანებული ქვეყნები პატივს სცემენ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, მათ შორის, ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარებით“, – განაცხადა ზალკალიანმა. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ძნელად წარმოუდგენია რაიმე საერთაშორისო ფორმატში მონაწილეობა რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის განსავითარებლად, სანამ დეოკუპაციისკენ ნაბიჯები არ გადაიდგმება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, სანაცვლოდ, შესთავაზა, რომ თბილისი იქცეს „ერთგვარ პლატფორმად“ აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის, სადაც შესაძლებელი გახდება ეკონომიკის, ბიზნესის, კულტურისა და ხალხთაშორის ურთიერთობების პროექტებზე თანამშრომლობა.”
რა წერია აქ გაუგებრად? ეს იმის მიუხედავად, რომ თავად ამ სააგენტომ მთლად კორექტულად არ გადმოიტანა ტექსტი. შემდეგ სხვა მედიებმაც დაამახინჯეს.
თანაც, ეს განცხადება გაკეთდა ორი მინისტრის პრესკონფერენციაზე. რა თქმა უნდა, კოლეგის შეთავაზებაზე დედას ვერ შეიგინებდა. ამავე დროს მინისტრს არსად უთქვამს, რომ საქართველო თანახმაა რუსეთის მონაწილეობაზე. პირიქით, პირობად დეოკუოაცია დაასახელა. რა არის გაუგებარი?
ამ ბოლო დროს იან კელი “გვანებივრებს” მსგავსი განცხადებებით, რაც არ მგონია სასარგებლო იყოს. აშკარად თანაშემწეები სცოდავენ”, – წერს სალუქვაძე სოციალურ ქსელში.