აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის (პარლამენტის) თავმჯდომარე, საჰიბა გაფაროვა, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ცნობამ, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შესახებ, ღრმად დამამწუხრა.
ჩემი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის წევრების სახელით, ვუსამძიმრებ ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”,- ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავასთვის გამოგზავნილ სამძიმრის წერილში.