ზუგდიდის მერობის კანდიდატი, თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია აცხადებს, რომ დღეს “ტრაურის” დრო არ არის, რადგან საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ციხეში გვეღუპება”:
“ხალხო გამოფხიზლდით, რა დროს არჩევნებია, ან რა დროს “ტრაურია”, როცა გვეღუპება მესამე პრეზიდენტი… რა დროს ეს არის. ცუდად ვარ…” – განაცხადა ანზორ მელიამ.
სრულიად საქართველო დღეს ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის დროს დაღუპულებს გლოვობს, რომელთა შორის ბავშვებიც არიან.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კი რუსთავის ციხეში უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობს, თუმცა, პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მან ციხის მაღაზიაში ნატურალური წვენები და 7 ქილა თაფლიც შეიძინა.
p.s. “ტრაური” რუსული სიტყვაა და ქართულად გლოვას ნიშნავს