„ეს თვითმარქვიები ვერაფერს მიაღწევენ ამ ტყუილებით“ – ჩერგოლეიშვილი ოპოზიციის ნაწილის ერთობლივ განცხადებაზე

„მომხრე ვარ გაერთიანდნენ და საზოგადოების დაბნევა შეწყვიტონ, თითქოს რამე განასხვავებთ ერთმანეთისგან“, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი პარტიების: „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“„დროა“„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო საქართველოსთვის“ ერთობლივ განცხადებას.

როგორც ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე წერს, ეს პარტიები ტყუილებით ვერაფერს მიაღწევენ.

„ეს არ არის ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება. ეს არის ოპოზიციური პარტიების ნაწილის განცხადება – მომხრე ვარ გაერთიანდნენ და საზოგადოების დაბნევა შეწყვიტონ, თითქოს რამე განასხვავებთ ერთმანეთისგან. და ეს თვითმარქვიები ვერაფერს მიაღწევენ ამ ტყუილებით. თავად ამ ტექსტის დასაწყისი საუკეთესოდ ასახავს, რატომ არიან ლუზერები“, – წერს თამარ  ჩერგოლეიშვილი. 

ინფორმაციისთვის, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის ისინი „სრულ კოორდინაციას და მობილიზაციას“ აცხადებენ.

Back to top button