დავით ქართველიშვილი: პროგრამა მაქსიმუმი იყო მთელი ჩვენი მოსახლეობა ზომბირებულ ბიომასად გადაექციათ, რათა მხოლოდ სარწმუნოება კი არა, მამულიც და ენაც ამოეშალათ

„ეს იყო პროგრამა მინიმუმი, რასაც დღეს ჩვენ რუსთაველზე ვხედავთ – საქართველო იმ უსახური ბიომასის ტერიტორიად უნდა გადაქცეულიყო, სადაც მშვენივრად მოვიდოდნენ უცხო ტომელები, თავისი გაუკუღმართებული ცხოვრების წესით, თავისი ტრანსგენდერული სულიერებით“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა.

მისი შეფასებით, იმ პროცესების მაქსიმუმი, რაც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს, სარწმუნოებასთან ერთად, მამულისა და ენის ამოღებაც იყო ილიასეული მოძღვებიდან.

„ტუმბლერი აზროვნების ჩატეხილ მდგომარეობაში აქვთ ჩარჩენილი. ეს გაკეთებული იყო წლების განმავლობაში, მიზანმიმართულად. ეს იყო პროგრამა მინიმუმი, რასაც დღეს ჩვენ რუსთაველზე ვხედავთ. პროგრამა მაქსიმუმი იყო მთელი ჩვენი მოსახლეობა იმ ზომბირებულ ბიომასად გადაექციათ, რომელსაც ამ ტრიადიდან, მხოლოდ სარწმუნოება კი არა, მამულიც და ენაც უნდა ამოეგდო. საქართველო იმ უსახური ბიომასის ტერიტორიად უნდა გადაქცეულიყო, სადაც მშვენივრად მოვიდოდნენ უცხო ტომელები, თავისი გაუკუღმართებული ცხოვრების წესით, თავისი ტრანსგენდერული სულიერებით, მრავალფეროვანი გენდერებით და ა.შ. გამორიცხულია, ახალგაზრდების პირობითად 10%-ს, რომელიც აქციებში მონაწილეობს, რაღაც დაუმტკიცო. ახალგაზრდების დანარჩენ 90%-ს თუ დაუჯდები და აუხსნი, ძალიან კარგად ესმის, რომ გამორიცხულია შევადაროთ ის 10 წელიწადი წინა ხელისუფლების მმართველობის ამ 10 წელიწადს ქართული ოცნების მმართველობას“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

 

Back to top button