ხაინდრავა: აშშ-ის საბჭოური სახ.დეპის მორიგი თავის შერცხევენა! იქ, საიდანაც გვარამიას და კეზერას გმირებად გვასაღებენ, შმორის სუნი დგას!

რეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიშს, რომელშიც ნიკა გვარამია ნახსენებია, როგორც პოლიტიკური პატიმარი.

„აშშ-ს საბჭოური სახ.დეპის მორიგი თავის შერცხევენა!ღმერთო, შენ უშველე ამერიკას! ჩვენ მეგობარ, პატიოსან, დიად ამერიკელ ხალხს! დაიხსენი ამ ზნედაკარგული, გადაგვარებული ბიუროკრატიის სიბნელიდან! იქ, საიდანაც გვარამიას და კეზერას გმირებად გვასაღებენ, შმორის სუნი დგას!“, – წერს გოგა ხაინდრავა.

Back to top button