დავით ქართველიშვილი: ევროპარლამენტარიზმის ისტორიაში ალბათ ყველაზე კორუმპირებულმა შემადგენლობამ: ” ახლა ხომ არ გინდათო, ვიზალიბერალიზაცია გაგიუქმოთო?”. იმ კახელისა არ იყოს, იკითხეს კაცო! უბრალოდ იკითხეს!

„ამოდენა ევროპარლამენტს, რომ შეაწუხებ და უკვე „გედის სიმღერად” ქცეულ, მათ ერთ-ერთ უკანასკნელ რეზოლუციას, იმ კახელის შესახებ კლასიკურ ანეკდოტამდე რომ დაიყვან – რა დღეში უნდა გქონდეს ნერვები, მსგავს შეკითხვებს საგულდაგულოდ რომ ამზადებდე, სავარაუდოდ, ამაში თანხებს ხარჯავდე და მერე ისე გიხაროდეს, პასუხიც რომ არც გაინტერესებდეს“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი შეფასებით, ევროპარლამენტის მიერ ჩადენილმა „პეპლის სიცოცხლის ხანგრძლივობის ამ საქციელმა თავად ქართული ოპოზიციის ნაწილის იძულებითი გაღიზიანებაც კი გამოიწვია. „ამოდენა ევროპარლამენტს, რომ შეაწუხებ და უკვე „გედის სიმღერად” ქცეულ, მათ ერთ-ერთ უკანასკნელ რეზოლუციას, იმ კახელის შესახებ კლასიკურ ანეკდოტამდე რომ დაიყვან: „ახლა, ხომ არ გინდათო, დედები რომ ******?” – არ გიტყდებათ?! აქაც ხომ იგივე სიტუაციაა. ევროპარლამენტარიზმის ისტორიაში, ალბათ, ყველაზე კორუმპირებულმა შემადგენლობამ: „ახლა ხომ არ გინდათო, ვიზალიბერალიზაცია რომ გაგიუქმოთო?”.

იმ კახელისა არ იყოს, იკითხეს კაცო! უბრალოდ იკითხეს! რა დღეში უნდა გქონდეს ნერვები, მსგავს შეკითხვებს საგულდაგულოდ რომ ამზადებდე, სავარაუდოდ, ამაში თანხებს ხარჯავდე და მერე ისე გიხაროდეს, პასუხიც რომ არც გაინტერესებდეს, ან თავს იდებილებდე, რომ არ გაინტერესებს. რაც მთავარია, ამ ნახევარსაათიანი ეფექტის მქონე ანეკდოტურ სიტუაციაზე დაყრდნობით, საკუთარ ერთუჯრედიან სექტანტებს მორიგი „რევოლუციისათვის” რომ აგულიანებ. თანაც, ამ პეპლის სიცოცხლის ხანგრძლივობის მქონე სიხარულით, სექტის „დახვეწილი არამზადების ფრაქციის” მრავალუჯრედიანი წარმომადგენლების (თამარ ჩერგოლეიშვილი, დავით ზურაბიშვილი) იძულებით გაღიზიანებას რომ გამოიწვევ, პოლიტ-შიზოფრენიულ აგონიაში მყოფი საკუთარი თანაგუნდელების მიმართ. რა გითხრათ, რით გაგახაროთ?“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Back to top button