გია აბაშიძე: ჩალისფასიანი რაღაც რეზოლუციებით კორუმპირებული ევროკანონმდებლები ჩვენს საზოგადოებას ვერანაირად დააშანტაჟებენ მანიპულაციური განცხადებებითა და სუვერენიტეტზე თავდასხმებით

„ჩალისფასიანი რაღაც რეზოლუციებით კორუმპირებული ევროკანონმდებლები ჩვენს საზოგადოებას ვერანაირად დააშანტაჟებენ მანიპულაციური განცხადებებითა და სუვერენიტეტზე თავდასხმებით“, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს, რომლის თქმითაც, ოდიოზური ევროპარლამენტარების უფროსებს ამოძრავებთ ერთადერთი მიზანი, რამენაირად ხელოვნურად გამოიწვიონ მღელვარება ქართულ საზოგადოებაში იმისათვის, რომ მოახერხონ ხელოვნურად ხელისუფლების შეცვლა და რომ „ამ რეზოლუციას ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს, რა თქმა უნდა, ყველა იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც მთავარია სიმართლე“.

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ აგენტოკრატიამ იმდენი მოახერხა, რომ საქართველოში „ევროპარლამენტარი“ და NGO სალანძღავ ტერმინებად აქცია.

მისივე თქმით, ევროპარლამენტშიც ჰყავთ კრებსითი ხაბეიშვილები, წითლიძეები, ჭიჭე ვაშაძეები და ევრომანდატიანი მსგავსი სხვა ტრაგიკომიკური ფიგურები. „აგენტოკრატიამ იმდენი მოახერხა, რომ საქართველოში „ევროპარლამენტარი“ და NGO სალანძღავ ტერმინებად აქცია, რუსული პროპაგანდა კი ამ დროს ისვენებს. თუმცა, ჩალისფასიანი რაღაც რეზოლუციებით კორუმპირებული ევროკანონმდებლები ჩვენს საზოგადოებას ვერანაირად დააშანტაჟებენ მანიპულაციური განცხადებებითა და სუვერენიტეტზე თავდასხმებით. ნურავინ შევა შეცდომაში, რომ ევროპარლამენტში ინტელექტუალები დომინირებენ – იქაც ჰყავთ კრებსითი ხაბეიშვილები, წითლიძეები, ჭიჭე ვაშაძეები და ევრომანდატიანი მსგავსი სხვა ტრაგიკომიკური ფიგურები“, – წერს აბაშიძე.

Back to top button