გია აბაშიძე: როცა ქვეყნის სუვერენიტეტსა და თავისუფლებას შიგნიდან და გარედან თავს ესხმიან, უნდა შეიგონო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოწოდება, რომ ჩვენი პრიორიტეტია წმინდა ილია მართლის სიტყვები – მამული, ენა, სარწმუნოება!

საეტაპო მნიშვნელობისაა ჩვენი დედა ეკლესიის განცხადება – ან ხარ საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამცველი ან “30 ვერცხლად” გაყიდული უსამშობლო, ფორმალური მოქალაქე. არ აქვს მნიშვნელობა პარტიულ პრეფერენციებს – როცა ქვეყნის სუვერენიტეტსა და თავისუფლებას შიგნიდან და გარედან თავს ესხმიან, უნდა შეიგონო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოწოდება, რომ ჩვენი პრიორიტეტია წმინდა ილია მართლის სიტყვები – მამული, ენა, სარწმუნოება! – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საპატრიარქოს განცხადება საყურადღებოა მრევლის იმ მერყევი სეგმენტისთვისაც, რომელიც “ორ სკამზე ჯდომას” ცდილობს და ერთი მხრივ სურს რწმენაში იყოს, მეორე მხრივ კი დგას ანტიეკლესიური მარგინალების გვერდით. რაც შეეხება საპატრიარქოს განცხადებაზე რადიკალების რეაქციას, ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ეს რეაქცია კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ დეკადანსს.

„საეტაპო მნიშვნელობისაა ჩვენი დედა ეკლესიის განცხადება – ან ხარ საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამცველი ან “30 ვერცხლად” გაყიდული უსამშობლო, ფორმალური მოქალაქე. არ აქვს მნიშვნელობა პარტიულ პრეფერენციებს – როცა ქვეყნის სუვერენიტეტსა და თავისუფლებას შიგნიდან და გარედან თავს ესხმიან, უნდა შეიგონო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოწოდება, რომ ჩვენი პრიორიტეტია წმინდა ილია მართლის სიტყვები – მამული, ენა, სარწმუნოება!

საქართველოს საზოგადოებაში უცხო და ტოქსიკური იდეოლოგიების კულტივირება აღვივებს პოლარიზაციას და ეს კარგად უნდა დაიმახსოვრონ აგენტოკრატიის ვერაგმა წარმომადგენლებმა. მართლაც და, ჩვენ არავისთვის გვითხოვია ე.წ. დახმარება იდეოლოგიურ საკითხებში, რაც არანაირად გვჭირდება ამ ძირძველი კულტურისა და ისტორიის ერს.

ის, რომ უმრავლესობის მიერ მრავალჯერ არჩეული “ქართული ოცნების” ხელისუფლება ტრადიციული ღირებულებების სადარაჯოზეა და მას “ცეცხლი გაუხსნეს” ყველა მხრიდან არათუ დემოკრატიის განვითარებას ემსახურება, არამედ ნაცრადიკალებისთვის სტიმულია სამოქალაქო დაპირისპირების გაჩაღებაში, რაც ვერანაირად მოხდება. ერი და ბერი ერთ მხარესაა, ხოლო მეორე მხარეს – ანგარებიანი სექტანტები და მათ მიერ შეცდომაში შეყვანილი თანამემამულეების მცირე ნაწილი.

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება საყურადღებოა მრევლის იმ მერყევი სეგმენტისთვისაც, ვისაც “ორ სკამზე ჯდომა” სურს – იყოს რწმენაში, მაგრამ იდგეს ანტიეკლესიურ მარგინალებთან, ცოდვების პროპაგანდისტ სუბიექტებთან. არ გამოვა “ორი ბატონის მსახურება!’

ცხადია, ნაცგობლინების უსუსური რეაქცია, რომ საპატრიარქოს ეს ისტორიული განცხადება თითქოს “სამთავრობოა”, “რუსულია” და ა.შ., კიდევ ერთხელ ამტკიცებს მათ უძირო დეკადანსს.

როცა უმრავლესობა ერთიანნი ვართ და მშვიდობიანი წინსვლის გზას ვადგავართ, იქ განვითარებაცაა და რუსი ოკუპანტის მიერ დროებით შეჩერებული ძმური ურთიერთობის აღდგენაც აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან.

მშვიდობა ქართულ სამყაროს!” – წერს გია აბაშიძე.

Back to top button