ლაშა ფირცხალაიშვილი: დაკავებები არის პროცესის ნაწილი, ვიღაცა თვალს დაკარგავს, ვიღაცა ერთი წელი ჩაჯდება

სააგენტო for.ge-ს მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებში ერთი ეპიზოდი საპროტესტო აქციებს ეთმობა.

for.ge-ს ინფორმაციით, მოსაუბრეები ნატა ფერაძე და ლაშა ფირცხალაიშვილი არიან.

მასალის ავთენტიკურობა დადგენილი არ არის, თუმცა, სააგენტოს მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებში ნატა ფერაძე და ლაშა ფირცხალაიშვილი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციებს გეგმავენ.

Back to top button