ირაკლი ზარქუა: 2 თვეზე მეტია აორგანიზებენ, გვემუქრებოდნენ წალეკვით და 7000-მდე ადამიანი შეკრიბეს, ისიც 33 წუთში დაეშალათ, აბრალეთ ახლა ერთმანეთს თუ ვისი ბრალია შეკრების მორიგი ჩავარდნა

„იმედია ახლა მაინც საბოლოოდ დარწმუნდით ე.წ. ოპოლიდერები, რომ როცა ხარ აგენტი და უსამშობლო, მერე ის შენი მომხრეებიც კი გაგემიჯნებიან! აბრალეთ ახლა ერთმანეთს, თუ ვისი ბრალია, მორიგი შეკრების ჩავარდნა და დაფოტოშოპებული ფოტოებით ატყუეთ მავანნი! – წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში.

ზარქუას თქმით, ოპოზიცია ახლა ერთმანეთს აბრალებს შეკრების მორიგ ჩავარდნას და დაფოტოშოპებული ფოტოებით ცდილობს მავანთა მოტყუებას, მაშინ, როცა მთელმა საქართველომ პირდაპირ ეთერში ნახა, თუ რამდენი შემორჩნენ ერთმანეთს, ხოლო მშვიდობასა და პრაგმატულ პოლიტიკას ალტერნატივა არ გააჩნია და სწორედ ამას უჭერს მხარს დანარჩენი საქართველო.

„2 თვეზე მეტია აორგანიზებენ, გვემუქრებოდნენ წალეკვით, განადგურებით, თავზე გადავლით და შეკრიბეს 7000-მდე ადამიანი და ისიც 33 წუთში დაეშალათ, იმედია ახლა მაინც საბოლოოდ დარწმუნდით ე.წ ოპოლიდერები, რომ როცა ხარ აგენტი და უსამშობლო, მერე ის შენი მომხრეებიც კი გაგემიჯნებიან! აბრალეთ ახლა ერთმანეთს თუ ვისი ბრალია მორიგი ჩავარდნა შეკრების და დაფოტოშოპებული ფოტოებით ატყუეთ მავანნი!

მთელმა საქართველომ კი ვნახეთ პირდაპირ ეთერში თუ რამდენი შემორჩით ერთმანეთს. მშვიდობას და პრაგმატულ პოლიტიკას ალტერნატივა არ გააჩნია და სწორედ ამას უჭერს მხარს დანარჩენი საქართველოც!“, – აცხადებს ირაკლი ზარქუა.

Back to top button