მაგდა მამუკაშვილი: აქეთ მხარესაცაა აგენტურა – თავს დავიჭრი, ახლანდელ სუსის ფაილებში თუ დავით აბზიანიძე არ აღმოჩნდება, აბზიანიძე რომელიც აქტიურ ადამიანებს ელისო კილაძესავით აშავებს

ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება – პოლიტიკოსების გარდა, უთანხმოებაა აქტივისტებს შორის, კერძოდ, მაგდა მამუკაშვილი დავით აბზიანიძეს აგენტად მიიჩნევს და მას ელისო კილაძეს ადარებს.

მამუკაშვილის თქმით, „თავს დაიჭრის“ თუ სუსის ახლანდელ ფაილებში აბზიანიძე არ აღმოჩნდება.

„აი, ხომ უეჭველი ვიცი, რომ ახლანდელი სუსის ფაილები ოდესმე მაინც გაიხსნება, აი ხელისუფლების ცვლილების მერე შეიძლება არ გაიხსნას, რადგან აქეთ მხარესაცაა აგენტურა და ყველაფერს იზამენ, რომ ეგ არ მოხდეს, მაგრამ აი 10, 15, 20 წლის მერე ხომ მაინც გაიხსნება, ეს ოხერი. აი, თავს დავიჭრი, იქ თუ დავით აბზიანიძე არ აღმოჩნდება, აბზიანიძე რომელიც აქტიურ ადამიანებს ელისო კილაძესავით აშავებს. ხოდა, ეგ თუ ეგრე აღმოჩნდება, ყველას ბოდიშის მოხდას მოგთხოვთ, ვინც მაგას იზელთ და არეაბილიტირებთ. მითქვამს მე და შევასრულებ“, – წერს მაგდა მამუკაშვილი სოციალურ ქსელში.

Back to top button