“აზერბაიჯანულ სახლსა” და იურიდიული დახმარების ცენტრ “კანონს” შორის მემორანდუმი გაფორმდა

მარნეულში არსებულ შპს “აზერბაიჯანულ სახლსა” (AZERBAIJAN HOUSE) და იურიდიული დახმარების ცენტრ “კანონს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში,  იურიდიული დახმარების ცენტრ “კანონის” წარმომადგენლები მოქალაქეებს პირველად იურიდიულ დახმარებას გაუწევენ, გაეცნობიან მათ პრობლემებს, მისცემენ შესაბამის რჩევებს, საჭიროების შემთხვევაში დაუწერს განცხადებებს, საჩივრებსა თუ შუამდგომლობებს, ხოლო ზოგ შემთხვევაში სარჩელებს და შესაგებლებსაც კი.

მარნეულის ოფისის ტელეფონის ნომერია: 599109690, რომელზე დარეკვითაც მოქალაქეს/კლიენტს შეეძლება დისტანციურადაც გაიაროს კონსულტაცია. ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, ჩაინიშნება რიგგარეშე მიღების დღე.

Back to top button