გიორგი მოსიაშვილი: მაგისთვის ვაგროვებ მაგ ადამიანებს, ვინც, რავი ყველაფერზე წამსვლელები არიან, ადამიანის მოკვლაზე… იმ ათი ათას კაცს 100 ათასი კაცი დაემატება, ეს უკვე რევოლუციაა…

სააგენტო for.ge-ს მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებში ერთი ეპიზოდი საპროტესტო აქციებს ეთმობა.

for.ge-ს ინფორმაციით, მოსაუბრეები გიორგი მოსიაშვილი და ერთ-ერთი ანონიმური პირია.

მასალის ავთენტიკურობა დადგენილი არ არის, თუმცა ფარულ ჩანაწერში საუბარია, რომ ის ხალხი, რომელიც აქციაზე იმყოფება ყველაფერზე წამსვლელია და ბევრი ხალხის მეშვეობით პარლამენტის პიკეტირებას შეძლებენ.

Back to top button