ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციას: შვილებს ეხებიან უკვე და თქვენ ძალიან მოგწონთ, რადგან თქვენ თვითონ ხართ ამ ბოროტების სათავე და ქომაგი!

„ეს არის ლიბერალური ფაშიზმის სახე, რომელიც ცდილობს ქართულ საზოგადოებაში ფეხი მოიკიდოს და ნორმად იქცეს!“ – ამ სიტყვებით ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში პარლამენტარ დიმიტრი სამხარაძისთვის მისი შვილის მიმართ მუქარის შეტყობინებებს.

ზურაბ ქადაგიძე მუქარის ასეთ ფორმას, როცა ადრესატები შვილები არიან, ამაზრზენ ფაქტად აფასებს და დასძენს, რომ მსგავსი სიმდაბლე ქართულ საზოგადოებაში ნორმად არ უნდა იქცეს. სწორედ ამიტომ, ძალა (ნაციონალური მოძრაობა), რომელიც ამ გზავნილების უკან დგას, ქადაგიძის აზრით, უნდა ამოიძირკვოს.

„ეს როგორ იკადრეთ თქვე ნაძირალებო?! ყველა ზღვარი მოშალეთ აბსოლუტურად და ახლა პასუხს რომ გაგცემენ, პოლიტიკურიაო იტყვით?! ეს არის ლიბერალური ფაშიზმის სახე, რომელიც ცდილობს ქართულ საზოგადოებაში ფეხი მოიკიდოს და ნორმად იქცეს! ამაზე ამაზრზენი რამ არც მინახავს და არც გამიგია. უნდა გადაშენდეს ეს სექტა, როგორც სახადი, ავადმყოფობა. ახლა სად არის ძაან-კრიტიკული მედია და უფლებადამცველები?! შვილებს ეხებიან უკვე და თქვენ ძალიან მოგწონთ, რადგან თქვენ თვითონ ხართ ამ ბოროტების სათავე და ქომაგი!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ცნობისთვის, პარლამენტარ დიმიტრი სამხარაძეს შვილის ლიკვიდაციით დაემუქრნენ.

Back to top button