დავით ქართველიშვილი: თემურ ჭყონიას მიერ ორგანიზებული „ფეშენ-უიკი“ „რევოლუცია“-ს დევიზით მიმდინარეობს, ალბათ რაღაც „ჩე-გევარასეული“ ან „რობესპიერისეული“ ჰქონდა ჩაფიქრებული

„თემურ ჭყონიას მიერ ორგანიზებული „ფეშენ-უიკი“ „რევოლუცია“-ს დევიზით მიმდინარეობს. ალბათ რაღაც „ჩე-გევარასეული“ ან „რობესპიერისეული“ ჰქონდა ჩაფიქრებული”, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

„თემურ ჭყონიას მიერ ორგანიზებული „ფეშენ-უიკი“ აი ამ დევიზით მიმდინარეობს. ალბათ რაღაც „ჩე-გევარასეული“ ან „რობესპიერისეული“ ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ ცნობილი რუსი „აფორიზმოლოგის“, ჩერნომირდინის არ იყოს: „გვინდოდა, რაც შეიძლება უკეთესი – გამოგვივიდა, როგორც ყოველთვის“. რე-ევოლუცია – დეგრადაციას, გადაგვარებას ნიშნავს. როგორ გინდა, არ დაეთანხმო ჭყონიას. კვლავ მახსენდება ქართველებთან ომში აფხაზი „გმირის“, ბათალ კობახიას ცნობილი გამონათქვამი: „ქართველები – უბრალო ფაშისტები არ გეგონოთ! ისინი გაცილებით უარესები არიან! ისინი – ანტიფაშისტები არიან!“. და აქაც, როგორ გინდა, არ დაეთანხმო კობახიასაც. მთავარია – მზექალა შანიძე მათ მხარესაა,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Back to top button