ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ალექსანდრე სარიშვილმა დაათვალიერა

რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 9 ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მოადგილე თორნიკე ტიკაძესთან ერთად დაათვალიერა.

ლანჩხუთუის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ სამუშაოებს კომპანია „პალადა“ ასრულებს, რომლის ჯამური ღირებულებაც 5 357 540 ლარს შეადგენს.

 

Back to top button