ონის საჯარო სკოლებში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა

ონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მეთორმეტე კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

საზეიმო ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე- ქრისტინა კობახიძე, რწმუნებულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან – მარიკა დვალთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნლებთან ერთად-სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლაში დაესწრო.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და ცხოვრების ახალ, საინტერესო ეტაპზე წარმატებები უსურვეს, ასევე, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს პედაგოგებს, იმ ამაგისა და დაუღალავი შრომისთვის, რომელსაც თითოეული ახალგაზრდის მიმართ იჩენენ.

Back to top button