აშშ-ის თავდაცვის მდივანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი ვიზიტის მიზანი საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციისკენ წინსვლაა, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
მისივე თქმით, ამ კუთხით მომდევნო სამი წელი მნიშვნელოვანია.
„მომდევნო სამი წელი ამ ასპექტში მნიშვნელოვანია. ოსტინის ვიზიტი საქართველოს მთავრობასა და ბაიდენის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობისთვის, სწორი მიმართულების განსასაზღვრად უნდა იქნას გამოყენებული“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.