,,ქრისტიანული სწავლებისგან სააკაშვილი და მისი ბრმა მიმდევრები უშორეს დისტანციაზე რომ არიან, არაა ახალი ამბავი. ამით აიხსნება მათი ანტიჰუმანური ხელისუფლების წარსულში ჩადენილი გაუგონარი დანაშაულებები და ოპოზიციაში ყოფნისას მათ მიერ შექმნილი ტოქსიკური გარემო პოლიტიკურ ველზე.” – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელიც მეუფე შიოს ქადაგების გამო ემუქრება.
,,საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მიტროპოლიტი შიოს საკვირაო ქადაგებისას ნათქვამს, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ პირადი მტერი ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან, ტოტალიტარული ნაცსექტის შეპყრობილმა ტელერუპორმა გვარამიამ გავეშებულად უპასუხა.
ქრისტიანული სწავლებისგან სააკაშვილი და მისი ბრმა მიმდევრები უშორეს დისტანციაზე რომ არიან, არაა ახალი ამბავი. ამით აიხსნება მათი ანტიჰუმანური ხელისუფლების წარსულში ჩადენილი გაუგონარი დანაშაულებები და ოპოზიციაში ყოფნისას მათ მიერ შექმნილი ტოქსიკური გარემო პოლიტიკურ ველზე.
პოლიტიკური PR-ის თვალსაზრისით თუ შევხედავთ, რაც მეტს ილაპარაკებენ ეკლესიის წინააღმდეგ გაშლეგებული გვარამია და ნაცსექტის უინტელექტო ე.წ.მოლაპარაკე თავები, მით მეტ აღუდგენელ ზიანს მიაყენებენ “ნაციონალურ მოძრაობას”.
ცნობისათვის, ტოტალიტარული სექტა არის რელიგიური დაჯგუფება, სადაც სექტის ლიდერის მიერ ითრგუნება სექტის წევრების ნება და ცნობიერების კონტროლის მეთოდით ხორციელდება მათი მართვა.
#ნაცობასირცხვილია” – წერს გია აბაშიძე facebook -ზე.