
ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს დროშის ფერებით განათდა ანკარის ერთ-ერთი სიმბოლო – ”ტყუპებად” წოდებული თურქეთის პალატებისა და ბირჟების გაერთიანების „TOBB“ შენობა.