წელს ბათუმის ლაბორატორიაში შესულ მცენარეულ ნიმუშებზე 1200 კვლევა ჩატარდა

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ბათუმის რეგიონულ ლაბორატორიაში მცენარეული ნიმუშების გამოკვლევები ხორციელდება.

ლაბორატორიაში შესაძლებელია მცენარეული ნიმუშის:

• ბაქტერიოლოგიური გამოცდა,
• ვირუსოლოგიური გამოცდა,
• მიკოლოგიური გამოცდა,
• ენტომოლოგიური და აკაროლოგიური გამოცდა.

ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები საერთაშორისოდ აკრედიტებულია, ლაბორატორიის პერსონალის უსაფრთხოებისათვის კი, მიმდინარეობს ბიოუსაფრთხოების ნორმების დაცვის მკაცრი მონიტორინგი.

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე – http://sla.gov.ge/

Back to top button