ლევან ჭოტორლიშვილი რაჭველზე: ბოროტების მანქანის ჭანჭიკი, ამ სუბიექტის, ე.წ. დოის, წულაძის, უშიკიშვილის, ბუღაძეების პრობლემა არის პროფესიონალური წარუმატებლობა

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი კომპოზიტორ და დირიჟორ ნიკოლოზ რაჭველის იმ განცხადებას ეხმაურება, რომ „ტელეკომპანია „იმედის“ ყველა თანამშრომელი, მათ შორის დამლაგებლებიც, საკუთარი ქვეყნის მოღალატეა“.

ჭოტორლიშვილის შეფასებით, რაჭველისა და მის მიერ დასახელებული სხვა პირების პრობლემა პროფესიული წარუმატებლობაა.

მისი თქმით, ისინი ოთარ ჭილაძის, ჯანსუღ კახიძის, რობერტ სტურუას, თემურ ჩხეიძის, რეზო ჩხეიძისა და ანზორ ერქომაიშვილის ფონზე პროფესიულად და პიროვნულადაც პიგმეებად გამოიყურებიან.

„ბოროტების მანქანის ჭანჭიკი. ამ სუბიექტის, ე.წ. დოის, წულაძის, უშიკიშვილის, ბუღაძეების და etc. პრობლემა არის პროფესიონალური წარუმატებლობა. პიგმეებად გამოიყურებიან ოთარ ჭილაძის, ჯანსუღ კახიძის, რობერტ სტურუას, თემურ ჩხეიძის, რეზო ჩხეიძის, ანზორ ერქომაიშვილის ფონზე. პიგმეები, როგორც პიროვნული, ასევე პროფესიონალური თვალსაზრისით. თვითონ მათ წრეშიც კი იციან, ვინ არიან და პატივს არ სცემენ. ამიტომ გადაწყვიტეს, შური ეძიათ საქართველოს ისტორიასა და კულტურაზე, საზოგადოებაზე, სახელმწიფოზე“, – წერს ჭოტორლიშვილი.

Back to top button