ონის კულტურის სახლში „საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლის“ შემაჯამებელი კინოჩვენება გაიმართა

ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში „საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლის“ შემაჯამებელი კინოჩვენება გაიმართა.

საქართველოს კინოცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგზრდობის სამინისტროს თანამშრომლობით, რამდენიმე წელია, ქვეყნის მასშტაბით,   პროექტი „კინო სკოლაში“ხორციელდება.

პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი სასკოლო ასაკის ბავშვებმა კინოხელოვნების პოპულარიზაციის გზით, ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნებისა და ესთეტიკური აღქმის უნარების ჩამოყალიბებას და გაფართოებას.

ონის მუნიციპალიტეტში მეორე  წელია პროექტი „საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა“წარმატებით ხორციელდება.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების დახმარებით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ნიჭიერი ახალგაზრდები, აქტიურად იყვნენ ჩართული პროექტის განხორციელებაში, რისთვისაც ყოველწლიურად გამოიყოფა შესაბამისი თანხა.

პროექტი მიმდინარე წელსაც წარმატებით განხორციელდა, რასაც ადასტურებს22 აგვისტოს, ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში გამართული „საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლის“ შემაჯამებელიკინოჩვენება.

კინოჩვენებას წინ უძღოდა ორკვირიანი ნაყოფიერი მუშაობა, სადაც 21 მოსწავლემ, ხუთი პროფესიონალი პედაგოგის დახმარებით შეისწავლა კინოხელოვნებისა და კინოწარმოების საფუძვლები. თეორიული მუშაობის პარალელურად, გაგრძელდა პრაქტიკული მუშაობა, სადაც ბავშვებმა დამოუკიდებლად მოამზადეს  კინოსცენარი, იმუშავესრეჟისურაზე და ფილმების გადაღებაზე.

პროექტის ფარგლებში, ბავშვებმა  ორისაინტერესო ფილმი გადაიღეს. მათ შორის ერთი დოკუმენტური ფილმი „მოამაგე“, რომელიც მიეძღვნა მხატვარ – უჩა ჯაფარიძეს,  მეორე   მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ონავრები“. შემაჯამებელ კინოჩვენებაზე პროექტში ჩართული ბავშვები დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით- „ონის 2024 წლის საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლაში მონაწილეობისათვის“.

22 აგვისტოს გამართულ კინოჩვენებაზე წარმოდგენილი ორივე ფილმი „მოამაგე“და „ონავრები“ მონაწილეობას მიიღებს 2024 წლის ნოემბრის თვეში, ქალაქ თბილისში დაგეგმილ საერთაშორისო საბავშვო- საყმაწვილო კინოფესტივალში.

კინოჩვენებაზე ასევე წარმოდგენილი იქნა 2022 წელს გადაღებული  ფილმებიც, რაც ონის საყმაწვილო საზაფხულო კინოსკოლის ორწლიანი საინტერესო მუშაობის ერთგვარი შეჯამებაც გამოვიდა.

ონის მუნიციპალიტეტის მერია წარმატებას უსურვებსახალგაზრდა კინოხელოვანებს.

Back to top button