ხოვლეში საჯარო სკოლასთან მისასვლელ გზაზე ასფალტ ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ ხოვლეში საჯარო სკოლასთან მისასვლელ გზაზე ასფალტ ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაო მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი რეგიონების განვითარების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა უზრუნველყოფს, როგორც მოსწავლეების ასევე სოფლის მაცხოვრებლების კომფორტულ გადაადგილებას.

Back to top button