კასპში ოჯახის, სკოლის და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სამედიცინო პერსონალისთვის ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის მერია შეუერთდა ვარდისფერი ოქტომბრის ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების კამპანიას, რომლის მიზანია სიმპტომების ნაადრევი აღმოჩენის, თვითშემოწმებისა და სასკრინინგო კვლევების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კონტრაქტორი ორგანიზაციის “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” ორგანიზებით კასპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ოჯახის, სკოლის და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სამედიცინო პერსონალისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის პარალელურად სოფელ დოესში ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის მობილური გუნდი სკრინინგულ კვლევებს ატარებდა, რომელიც მუნიციპალიტეტის 8 ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება.

Back to top button