საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად და ცესკოს თავმჯდომარის ინიციატივით საერთო ჯამში 1-ელ ნოემბერს გადათვლილია 201 საარჩევნო უბნის შედეგები.
“წარმოგიდგენთ დეტალურ სტატისტიკას გადათვლის საბოლოო შედეგების თაობაზე. მოცემული დროისთვის გადათვლილია 1830 საარჩევნო უბნის 11%. საქართველოს მასშტაბით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მერის არჩევნების ნაწილში დააკლდა სულ 21 ხმა და მოემატა 28; „ქართულ ოცნებას“ – დააკლდა 10 ხმა და მოემატა 23. 2 ხმა მოემატა საარჩევნო სუბიექტს „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“. გადათვლას მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია” – აცხადებენ ცესკოში.
დეტალური მონაცემები თითოეული საარჩევნო ოლქის მიხედვით, სადაც არჩევნების მეორე ტურის გადათვლის პროცედურები განხორციელდა, იხილეთ ბმულზე:
https://cesko.ge/geo/list/show/127465-munitsipalitetis-organota-archevnebis-meore-turis-gadatvlis-statistika-