ბათილ ბიულეტენებზე საკუთარი წაგების გადაბრალება რომ ტყუილია, ეს კარგად იციან მათ, ვინც ამ რიცხვებით მანიპულირებს – წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი.
მისი თქმით, მეორე ტურში ბათილი ბიულეტენების წილი იყო 2,9%, რაც სტანდარტულზე დაბალი მაჩვენებელიც კი არის, პირველ ტურში იყო 3,4%, შარშან საპარლამენტოზე – 3,3% და წლებია ასეა.
„ბათილ ბიულეტენების ვითომ ჭარბ რაოდენობაზე, როგორც ოპოზიციის შარშანდელი კინოს მეორე სეზონზე.
მეორე ტურში ბათილი ბიულეტენების წილი იყო 2,9%, რაც სტანდარტულზე დაბალი მაჩვენებელიც კი არის (პირველ ტურში იყო 3,4%, შარშან საპარლამენტოზე – 3,3%) და წლებია ასეა (იხ. ცხრილი).
რაც შეეხება სპეკულაციას, რომ ბათილი ბიუელეტენების გამო წააგეს. მანიპულირებენ ბათუმის და ქუთაისის შედეგებით.
ბათუმში კანდიდატებს შორის სხვაობა 1526 ხმა იყო, ხოლო ბათილი ბიულეტენების ჯამი – 2071.
ქუთაისში კანდიდატებს შორის სხვაობა იყო 2222, ხოლო ბათილი ბიულეტენების ჯამი – 2396.
მაგრამ, რატომღაც, ამ შემთხვევაში, არ ახსენებენ წალენჯიხას, სადაც ჩვენმა მერობის კანდიდატმა 314 ხმით წააგო, მაშინ როცა კომისიამ 390 ბიულეტენი ბათილად მიიჩნია. იგივე სიტუაციაა მარტვილის და ჩხოროწყუს ჩვენს მაჟორიტარ კანდიდატებთან. იქაც ბათილი ბიულეტენები უფრო მეტია, ვიდრე ხმების ის სხვაობა, რომლითაც ჩვენმა კანდიდატებმა წააგეს. რა ვქნათ ახლა? ვთქვათ, რომ წალენჯიხაში გაგვიყალბეს? თუ, წალენჯიხა არ ითვლება?
ამხელა სხვაობის დროს, ბათილ ბიულეტენებზე საკუთარი წაგების გადაბრალება რომ ტყუილია, ეს, რა თქმა უნდა, კარგად იციან მათ, ვინც ამ რიცხვებით მანიპულირებს. მაგრამ საკუთარ ამომრჩეველს პატივს რომ არ სცემენ და ამომრჩევლები რომ ტყუილს პატიობენ, ეგ მაგის ბრალია“- წერს შალვა პაპუაშვილი Facebook-ის გვერდზე.