გონიოს ციხის ტერიტორიაზე განახლდა საგანმანათლებლო პროექტი „გაეცანი, შექმენი და აირჩიე სამომავლო პროფესია“

გონიოს ციხის ტერიტორიაზე განახლდა საგანმანათლებლო პროექტი „გაეცანი, შექმენი და აირჩიე სამომავლო პროფესია“, რომლის ფარგლებშიც7 ნოემბერს, კავკასიის ბიზნეს სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის (პედაგოგი- ლელა ხილაძე) შემეცნებითი გაკვეთილი ,,ძველი რომის იმპერიის ისტორიისა და რომაელების ყოფა-ცხოვრების შესახებ ’’გაიმართა.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაცით, ციხის ტერიტორიის დათვალიერების შემდგომ მოსწავლეებისთვის ჩატარდა პრეზენტაცია და შემეცნებითი აქტივობა.

გაკვეთილს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მეცნიერ-თანამშრომელი, თორნიკე მამისეიშვილი უძღვებოდა.

Back to top button