კობა კობალაძე „ხარაგაულობა 2024″ დღესასწაულს დაესწრო

ხარაგაულის ახლად რეაბილიტირებულ ცენტრალურ პარკში „ხარაგაულობა 2024″ აღინიშნა, რომელსაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო.

ხარაგაულობის” მთავარი ნაწილი_ „საპატიო ხარაგაულელების” დაჯილდოების ცერემონია გახლდათ, სადაც კობა კობალაძემ, საპატიო ხარაგაულელის წოდებით, ადგილობრივი მკვიდრი, ვახტანგ ტალახაძე დააჯილდოვა.

ვახტანგ ტალახაძე ცხოვრობს და მოღვაწეობს ხარაგაულში. იგი ღვაწლმოსილი რკინიგზელია. ამჟამად მუშაობს საქართველოს რკინიგზაში ელმავლის მემანქანედ.ელმავლით მას გავლილი აქვს ერთ მილიონ კილომეტრზე მეტი. აღნიშნული ჯილდო კიდევ 11 ადამიანს გადაეცა.

ღონისძიებას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. „ხარაგაულობა 2024″-ის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი ის კუთხე იყო, სადაც ხარაგაულის სოფლებს მათთვის დამახასიათებელი სამზარეულო, იმერული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციით ჰქონდათ წარმოდგენილი.

ხარაგაულობა 2024″-ით, იმერეთში, სახალხო დღესასწაულების სერია დასრულდა. დღესასწაულის ბოლოს, ადგილობრივებისა და მოწვეული სტუმრების განწყობაზე „თეატრალურის კვარტეტმა” იზრუნა.

Back to top button