მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრმა, ვიქტორ პარლიკოვმა და „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა, ალექსეი მილერმა მოლდოვასთვის ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხი განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ მოლდავური მედია ავრცელებს.
სანქტ-პეტერბურგში გამართულ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ 2025 წლის 1-ელი იანვრიდან მოლდოვაში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების ორგანიზების ვარიანტების განხილვას, ასევე „გაზპრომის“ მიმართ სს „მოლდოვაგაზის“ დავალიანების გადაწყვეტის გზებს.
„გაზპრომმა“ არ დააკონკრეტა, შეთანხმდნენ თუ არა მხარეები იმაზე, თუ როგორ გააგრძელონ რუსული გაზის მიწოდება მოლდოვაში, თუ უკრაინის გავლით ტრანზიტი შეწყდება 2025 წლის 1-ელ იანვარს.