„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, ძალადობრივი აქცია გაიმართება.
„2012 წლის სექტემბერ-ოქტომბერში გლდანის ციხის (მათ შორის ციხის საავადმყოფოს) შესასვლელი ბლოკირებული ჰქონდათ „ქართული ოცნების“ აქტივისტებს. პატიმრების შეყვანა და გამოყვანა, ფაქტობრივად, ვერ ხდებოდა. რამდენიმე საბადრაგო მანქანას, რომელსაც პატიმრები გარე საავადმყოფოში გაჰყავდა, თავს დაესხნენ და ამოყირავებასაც ცდილობდნენ. არავის მათ წინააღმდეგ ძალა არ გამოუყენებია. სააკაშვილს გლდანის ციხეში თუ გადაიყვანთ, ვვარაუდობ რომ უარესი გელით“, – მიმართავს მშვენიერაძე საქართველოს მთავრობას.