ლონდონის სასამართლოში, „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელის და „მთავარი არხის” თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის ადვოკატებმა ბიძინა ივანიშვილი ეკონომიკურ განადგურებაში დაადანაშაულეს, – ამის შესახებ ინფორმაცია ბლუმბერგზე ვრცელდება.
ქართველი-ბრიტანელი ბიზნესმენი ითხოვს 500 მილიონ დოლარამდე ზარალის ანაზღაურებას, რომელიც მისი ბიზნესიდან მიღებული მოგების დაკარგვას უკავშირდება.
მოსარჩელის მტკიცებით, ივანიშვილმა და მისმა პარტნიორებმა მიზანმიმართულად გაანადგურეს მისი ბიზნესი და პირადი ქონება, რისთვისაც მათ შანტაჟისა და შეთქმულების მეთოდები გამოიყენეს. ამისათვის კი ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი საკუთარ პოლიტიკურ გავლენას იყენებდა.