ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა: საპატრიარქოს პოზიცია, სამწუხაროდ, ფარისევლური იყო, სად ნახა საქართველოს საპატრიარქომ ან ხელისუფლებამ, რომ საქართველოში ვინმე სუროგაციით შეწუხდა?

„საპატრიარქოს პოზიცია იყო ფარისევლური… სად ნახეს, რომ ვიღაცა შეწუხდა საქართველოში სუროგაციით“, – ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში, დიანა ტრაპაიძესთან საუბარში განაცხადა.

კუკავას თქმით, საქართველოში ბევრად მეტი სერიოზული და მნიშვნელოვანი პრობლემაა, რაზეც საპატრიარქო ხმას არ იღებს და აღნიშნა: „სუროგაციის გარდა სხვა საკითხი ვერ მოძებნეს, რაზეც ეპისტოლეთი მიმართავდა საპატრიარქო საპატრიარქოს?“

პოლიტიკოსი ასევე საუბრობს ლეგიტიმაციის პრობლემაზეც. მისი განცხადებით, არა მარტო ხელისუფლებას აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა, არამედ ეს პრობლემა საპატრიარქოშიც არის.

„სამწუხაროდ, საპატრიარქოს პოზიცია იყო ფარისევლური. საპატრიარქოს ხმა არ ამოუღია. სად ნახა საპატრიარქომ ან ხელისუფლებამ, რომ ვიღაცა შეწუხდა საქართველოში სუროგაციით. სად ნახეთ ან აქცია ან შეშფოთებული მოქალაქე სუროგაციით.

ნახევარი მილიონი ადამიანი არის შეტანილი მოვალეთა რეესტრში, ბანკები ასახელებენ მოქალაქეებს და საპატრიარქოს ერთი ხმა არ ამოუღია ამაზე. არაბული ქალაქები – რომელზეც გვახსოვს ილია მეორის უმკაცრესი პოზიცია, თუ გაგიგიათ ახლა ამაზე საპატრიარქოს პოზიცია.

პატრიარქი ხმას არ იღებს არაბიზაციაზე. აზარტულ თამაშებზე ვითომ ხმა ამოიღეს, მაგრამ ხელისუფლებამ დააიგნორირა ეს პოზიცია.

რაც არ უნდა დელიკატური თემა იყოს, ვთქვათ პირდაპირ, ლეგიტიმაციის პრობლემა არის საპატრიარქოშიც, არა მარტო ხელისუფლებას აქვს… და აი იფიქრეს – აზარტული თამაშები, აქედან ორი მილიარდი შემოდის და ამას ვერ დაგითმობთ – გამოსახლება? ეს ბოდიში 100 მილიარდიანი ბიზნესია, ამას ვერ დაგითმობთ – არაბიზაცია? ამას 6 მილიარდი შემოაქვს და აგერ სუროგაცია არავის არ ადარდებს, ჩინელებზე და ისრაელის მოქალაქეებზე აკეთებენ ფულს და მოდით ამას დაგითმობთ. ეს იყო ნათქვამი, თორემ „დათა თუთაშხიაში“ რომ არის „სროლა თუ უნდოდა მამაძაღლ ძარნავასო“, რას ჰქვია, ქვეყანაში უამრავი საკითხია, ქართველი ხალხი გაჩანაგების პირასაა მისული და ე.ი. სუროგაციის გარდა სხვა საკითხი ვერ მოძებნეს, რაზეც ხელისუფლებისთვის თავისი თხოვნით და ეპისტოლეთი მიემართა საპატრიარქოს?

ძალიან დიდი ბოდიში, ვიცი რა დაწესებულებაცაა, ვიცი, რომ მორიდებით უნდა ილაპარაკო და ა.შ. მაგრამ იცით, რომ გამოსახლებებზე დავდივარ წლებია, რამდენი დუბინკა მომხვედრია, დახოცეს მევახშეები და ამაზე დუმს საპატრიარქო და თურმე სუროგაცია ყოფილა პრობლემა. სად ნახეს ამ პრობლემით შეწუხებული საქართველოს მოქალაქე ძალიან მაინტერესებს“, – განაცხადა კახა კუკავამ.

Back to top button